ფეხბურთი

0:16 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მესამე გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლგიის მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღის ბოლო მატჩი „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გაიმართა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გაბრიელ რამოსმა 72-ე წუთზე კიჭი მელიავას ჩინებული გადაცემის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

გია გეგუჩაძის გუნდს ჩინებული სერია აქვს. საწყისი ორი წაგების შემდეგ მიჯრით მესამე თამაში მოიგო, თანაც მშრალი ანგარიშით და ამ დროისთვის მეორე ადგილზე 9 ქულით იმყოფება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ხვალ, ორი მატჩით დასრულდება: „ტორპედო“ – „რუსთავს“, ხოლო „დინამო თბილისი“ ტურის ცენტრალურ მატჩში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო“ (ბთ) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რამოსი (72)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113931