ფეხბურთი

22:00 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰადერსფილდი" პრემიერლიგიდან გავარდა

"ჰადერსფილდი" პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად "კრისტალ პალასთან" 0:2 დამარცხდა და ჩემპიონშიფში ექვსი ტურით ადრე დაქვეითდა. "ჰადერსფილდი" მე-16 და მე-17 ადგილებზე მყოფ "საუთჰემპტონსა" და "ბარნლის" 19 ქულით ჩამორჩება.

იან სივერტის გუნდმა მიმდინარე სეზონში სამი გამარჯვება მოიპოვა, ხუთჯერ ფრე ითამაშა და 24-ედ დამარცხდა, შესაბამისად გუნდს 14 ქულა აქვს და პრემიერლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც არ დარჩა. 32 მატჩში "ჰადერსფილდმა" 18 გოლი გაიტანა და 59 მიიღო.

"ჰადერსფილდი" პრემიერლიგაში 2016/17 წლების სეზონში დაწინაურდა და გასულ სათამაშო წელს ჩემპიონატში მე-16 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115978