ძიუდო

16:00 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაოს შანსი თბილისის გრან პრიზე

თბილისში მიმდინარე გრან პრის მე-2 დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთათვის ნაკლებად წარმატებული გამოდგა. საღამოს სესიაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, ბრინჯაოს მედლებისთვის ვალერი იაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) იბრძოლებენ, ფინალში კი მონაწილე არ გვყავს.

ij

იაშვილმა ბელარუსი დმიტრი მინკუ და უკრაინელი დმიტრო კანივეცი გზიდან იპონებით ჩამოიცილა, რუსი ოლეგ ბაბგოევი კი მსაჯებმა ჰანსუკო-მაკეთი დასაჯეს. ნახევარფინალში ვალერიმ კუბელ მაგდიელ ესტრადასთან იპონით წააგო, მე-3 ადგილისთვის კი მონღოლ ოდბაიარ განბაატარს შეერკინება.
ამ უკანასკნელმა რეპეშაჟში 3 შიდო აჰკიდა ლაშა გიუნაშვილს, რომელმაც ბელარუს ვაძიმ შოკას ვაზარი აართვა, პორტუგალიელი ნუნო სარაივა იპონზე დასცა, მეოთხედფინალში კი რუს დენის იარცევთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ამავე წონაში ფრიდონ გიგანმა სასტარტო შეხვედრაში მონღოლ ჩოიჯილსურენ განბოლდს იპონით სძლია, შემდეგ კი, შვეიცარიელ ნილს სტამპთან ვაზარით წააგო. გიორგი ჩიხელიძემ თურქმენ შატლიკ ჯუმანიიაზოვს 3 შიდო აჰკიდა, მონღოლ ოდბაიარ განბაატართან დამატებით დროში კი იპონზე დაეცა.
გრიგალაშვილმა თურქმენი დაიანჩ ომიროვი და რუსი ალან ხუბეცოვი დააიპონა და მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ – გერმანელ ტიმო კაველიუსთან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა, იპონზე დავარდა. რეპეშაჟში ტატომ თანამემამულე კობა მჭედლიშვილს 3 შიდო მიაღებინა და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალფა ოუმარ ჯალოს გაეჯიბრება.
მჭედლიშვილმა საწყის ორთაბრძოლებში იტალიელ მატეო მარკონჩინისა და ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს იპონებით აჯობა, რასაც პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან იპონით მარცხი მოჰყვა, გრიგალაშვილთან წაგებაზე კი ზემოთაც ვთქვით.
გიორგი კაციაშვილმა პირველივე შერკინება გერმანელ ჰანს კონრადთან ვაზარით დათმო, ბექა დონღვანმა კი ასევე ვაზარით წააგო უზბეკ კამოლიდინ რასულოვთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119633