ფეხბურთი

0:00 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას მშრალი მატჩი და ჯანო ანანიძის 74 წუთი

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტური სამარაში დაიწყო, სადაც „კრილია სოვეტოვმა“ ტულის „არსენალს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

„კრილიას“ რიგებში 74 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ და შემდეგ შეცვალეს, ხოლო „არსენალის“ შემადგენლობაში შეუცვლელად იყო მოედანზე გია გრიგალავა. „კრილია სოვეტოვს“ 20 თამაშში 24 ქულა აქვს და მე-11 საფეხურზე იმყოფება, ხოლო არსენალი“ 21 მატჩში მოპოვებული 30 ქულით მეექვსე ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ შინ „ზაგლებიესთან“ 0:1 წააგო და მძიმე ვითარება კიდევ უფრო დაუმძიმდა. მერებაშვილი კი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო. პლოცკელებს 27 მატჩში 24 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავიათ.

გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ლორიამ კარი შმრალად შეინახა. „მაგდებურგისა“ და „ჰაინდენჰაიმის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ქართველის კიპერის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

„მაგდებურგს“ 27 თამაშში 24 ქულა აქვს დაგროვებული და გასავარდნი ზონის ზღვარზე, მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155548