ფეხბურთი

1:38 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ონანას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსმა“ ანდრე ონანას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ჰოლანდიური გრანდის ვებგვერდის ცნობით, კამერუნელი მეკარე გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ნიჭიერი მეკარის ძველი ხელშეკრულება 2021 წლამდე იყო გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ონანას კატალონიის „ბარსელონა“ ეპატიჟება, თუმცა, როგორც ჩანს, „აიაქსი“ მეკარესთან განშორებას არ გეგმავს.

22 წლის ანდრე ონანა „აიაქსში“ 2015 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე სწორედ „ბარსელონას“ აკადემიაში ირჯებოდა. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა და 23-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

0.105078