სხვა

15:30 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერის პირველი დამარცხება  

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი დამარცხება იგემა ლიდერმა, ფოთის „ოქროს ვერძმა“ რომელსაც 12-11 მოუგო თბილისის „პეგასმა“. სხვაობა ფოთსა და უახლოეს მდევარ აჭარას შორის ქულამდე შემცირდა.

ჩემპიონატის უახლოესი მატჩი სწორედ ფოთსა და აჭარას შორის გაიმართება 6 აპრილს, სენაკის სპორტის სასახლეში. ამ დღეს დასავლეთის გუნდები ერთმანეთში მესამე წრეს მოისტუმრებენ. ფოთს ურთიერთშეხვედრებში ორჯერ ჰყავს დამარცხებული აჭარა - 21-16 და 16-13.

დღესვე სპორტკომპლექს არენაში ქარიშხალამ 23-12 დაამარცხა ბათუმი და მესამე ადგილზეა, თუმცა ახლო მდევრებიც ჰყავს - სამტრედია და ყვარელი. პეგასი ბრინჯაო მედლებისთვის ბრძოლაში ვეღარ ჩაერთვება, მაგრამ ქულებისს ართმევა ყველასთვის შეუძლია, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაადასტურა.

ფოთს ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა დაკარგული (ფრე სამტრედიასთან). მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელები 9-5 დაწინაურდნენ, რაც ძირითადად გოგონათა ნაკრების მეკარის, ჯიქურაშვილის და უკანახაზელ ჩხაიძის დამსახურება იყო. ფოთელებმა ასევე ნაკრების მოთამაშის, ჯგერენაიას ლიდერობით, მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა და ბოლოსწინა წუთზე ბჟალავამ გაათანაბრა, 11-11. ჩხაიძემ პეგასს ლიდერობა დაუბრუნა და დარჩენილ დროში პეგასმა ეს უპირატესობა შეინარჩუნა, 12-11.

სენაკში 6 აპრილს დანიშნული 5 მატჩის შემდეგ ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

27 მარტი. ბათუმი - ქარიშხალა 12-23

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

პეგასი - ფოთი 12-11

პეგ: ჯიქურაშვილი - ჩხაიძე 8, სვანიძე 2, საბაშვილი 1, კორძაია 1, ჩოგოვაძე, ნეფარიძე, დადვანი, მაკარაშვილი, პაპუაშვილი

ფოთ: გრიგოლია, კარბაია, ვართანიანი - ჯგერენაია 5, გოგია 3, კუპრიევა 1, კობახია 1, ბჟალავა 1, რურუა, დარჩია, ხურცილავა

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ------ქ

ფოთი---------18--16---1---1--328-223--33

აჭარა----------18--16---0---2--392-256--32

ქარიშხალა---19--12---1---6--460-380--25

სამტრედია---18--10---2---6--313-269--22

ყვარელი------19--10---2---7--359-315--22

პეგასი---------19---8---2---9--344-329--18

ბათუმი-------18---3---1--14--214-316---7

წყალტუბო---18---2---1--15--216-373---5

მამული-------19---1---0--18--291-456---2

მესამე წრე, დასავლეთი. 6 აპრილი, სენაკი

ფოთი - აჭარა, ბათუმი - წყალტუბო, აჭარა - სამტრედია, ბათუმი - ფოთი, წყალტუბო - სამტრედია

მესამე წრის საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132116