კალათბურთი

15:00 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია “ბასკონიას” რჩეულთა შორის

ესპანურმა “ბასკონიამ” ფანებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი კლუბის ისტორიაში ევროლიგის მონაწილე კალათბურთელთაგან 12 საუკეთესოს დასახელება იყო. რჩეულთა შორის ბასკონიელთა ამჟამინდელი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელიც სპეციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო.

გამოკითხვის ორგანიზატორი ლუდის ადგილობრივი კომპანია იყო, რომელმაც 12 საუკეთესო მოთამაშის გამოსახულებით სპეციალური სერია გამოუშვა და მას ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის გაყიდის. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირს სწორედ ბასკთა “ფერნანდო ბუესა არენა” 17-19 მაისს უმასპინძლებს.
აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 649 ადამიანმა მიიღო, რომელთაც საუკეთესოები 103 კალათბურთელიდან უნდა შეერჩიათ. საბოლოოდ, თორმეტეულმა ასეთი სახე მიიღო:

ლუის სკოლა, ანდრეს ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, თორნიკე შენგელია, არვიდას მასიაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იოანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი და მარსელინიო უერტასი.
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “ბასკონია” 15 მოგებითა და 13 მარცხით მე-6 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო რვეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
შენგელიას გუნდი 29 მარტს თურქულ “ანადოლუ ეფესს” უმასპინძლებს, 4 აპრილს კი, მოსკოვში ცსკა-სთან შერკინება ელის. შეგახსენებთ, რომ თორნიკემ მძიმე ტრავმის მერე, ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა და სავარაუდოა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ესპანური გუნდის დახმარებას შესძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117614