კალათბურთი

16:42 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დელტა სეზონი პრეზიდენტის შეფასებით

დელტას სეზონის ბოლომდე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა აქვს დარჩენილი და შემდეგ, დაიწყება ფლეი ოფი. სერია, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე ერთ-ერთი მოტივირებული და მობილიზებული გუნდი იქნება. და დელტაც, მინიმუმ, საბრძოლო კონდიციებში უნდა იყოს.

ვესაუბრებით კლუბის პრეზიდენტს ირაკლი შარვაძეს.

ბათუმთან ბოლო მატჩზე.

ირაკლი შარვაძე: ძალიან სამწუხარო წაგება იყო.დარწმუნებული ვარ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე - მოთამაშეები ამ შეცდომებს გააანალიზებენ და შემდეგი შეხვედრისთვის უფრო მობილიზებულები იქნებიან. ბათუმს ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდებით. დარჩა თასის 1/4 ფინალის გადამწყვეტი ტესტი. იმედი მაქვს, ჩვენთვის წარმატებული.

დელტას სეზონზე.

ი.შ: დელტა კარგ სეზონს ატარებს. მოვიგეთ დუდუ დადიანის მემორიალი, გავედით ქორქია/საკანდელიძის ფინალში, სუპერლიგის ზედა ეშელონში ვრჩებით და გვაქვს თასზე წინსვლის შანსი. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო გუნდს და ყველა ცალკეულ მოთამაშეს. განსაკუთრებული მადლობა დელტას ერთგულ გულშემატკივარს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ.

0.131407