თამაშგარე

11:23 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მძლეოსანი ჰილარი ბარტონი

ამერიკელი მოდელი და მსახიობი ჰილარი ბარტონი უკვე 37 წლისაა და მაინც ძველებურად მშვენიერ ფორმაშია. არავისთვისაა დაფარული ის ამბავი, რომ ჰილარი სხეულის მარადიულ სიკისკისეს სპორტის საშუალებით ინარჩუნებს და ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მძლეოსნობითაა დაკავებული.

სპორტის ამ სახეობისადმი ჰილარი ბარტონის სიყვარული საბოლოო ჯამში იმით დაგვირგვინდა, რომ ჰოლივუდის იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობს ჰილარიმ საკუთარი სპორტდარბაზი გახსნა, სადაც მის მიერ დაქირავებული პროფესიონალი მწვრთნელები ნებისმიერ მსურველს უფასოდ ავარჯიშებენ.

ჰილარი ბარტონის ამბავი რომ არ გაგიკვირდეთ იმასაც გეტყვით, რომ ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მძლეოსნობა მეტად პოპულარული და დაფასებული სპორტის სახეობაა. ამერიკის სკოლებში მძლეოსნობა აუცილებელ საგნადაა შეტანილი და რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყანას ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა ჩემპიონატებში მუდმივად წარმატება სდევს თან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113844