ჩოგბურთი

15:53 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ბასილაშვილის მეწყვილე დაამარცხა

მაიამი მასტერსის 1/32-ფინალში როჯერ ფედერერმა მძიმე ბროლაში, ამავე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეწყვილე რადუ ალბოტი 4:6, 7:5, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

მესამე გადამწყვეტ სეტში 3:3-ზე რადუს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ხოლო შემდეგ გეიმში როჯერმა თავისი შანსი არ დაკარგა და გამარჯების მომტანი ბრეიკი შეასრულა.

მომდევნო ეტაპზე როჯერის მეტოქე ფილიპ კრაიანოვიჩი იქნება, რომელმაც ფედერერის თანანმემამულე სტანისლას ვავრინკა 5:7, 6:2, 7:6 დაამარცხა.

ნიკას და რადუს დუეტს თანრიგში თამაში 25 მარტს უწევთ, ისინი მარაჩი-პავიჩის წყვილს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114321