ფეხბურთი

23:57 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ მოგებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა D შესარჩევ ჯგუფში, ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი გიბრალტარში გახსნეს. გიბრალტარმა ირლანდიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, თუმცა „ჯუჯებმა“ გვარიანად ანერვიულეს ჩასულნი.

„მწვანეების“ მთავარ მწვრთნელად მიბრუნებული მიკ მაკარტი, 2002 წლის შემდეგ ირლანდიის ნაკრებში პირველ მატჩს ატარებდა და ცხადია, შესარჩევი ეტაპის გამარჯვებით დაწყება ძალიან სურდა. თანაც მეტოქედ ჯგუფის სავარაუდო აუტსაიდერი, მებაჟეებისა და პოლიციელებისგან შეკოწიწებული ნაკრები ჰყავდა. 194-ე რეიტინგში.

მაკარტის ოცნება „ბარნლის“ შუახაზელმა, ჯეფ ჰენდრიკმა აასრულა, როცა მეორე ტაიმის დასაწყისში, დევიდ მაკგოლდრიკის ჩამოწოდებულ ბურთს მასპინძელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მერე გიბრალტარელებიც გამოცოცხლდნენ და რამდენიმეჯერ ძალიან სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ მიზანში ვერცერთხელ მოარტყეს.

მერე მაკარტიმ ირლანდიელ გულშემატკივრებსაც გადაუხდა მადლობა, რომლებიც მრავლად იყვნენ „ვიკტორიას“ სტადიონზე.

ახლა ირლანდიელები 3 ქულით, ცხრილში მეორე ადგილზე არიან, ამდენივექულიანი შვეიცარიის შემდეგ, ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან. მესამეზე გიბრალტარია, მეოთხეზე - საქართველო. დანია კი თავის კვალიფიკაციას მეორე ტურიდან დაიწყებს.

გიბრალტარი - ირლანდია 0:1

გიბრალტარი. „ვიკტორია.“

0:1 ჰენდრიკი (49)

გიბრალტარი: გოლდუინი, ჯოზეფ ჩიპოლინა, სერჯანტი, ენესლი (პრისტლი 64), კაშარო, ბარდონი, უოკერი, ოლივერო, როი ჩიპოლინა, ერნანდესი (პონი 77), დე ბარი

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, სტივენსი, დაფი, კიოგი, დოჰერტი (ბრედი 56), მაგუაირი (არტერი 72), მაკგოლდრიკი, მაკლინი, ჰენდრიკი, ჰურიჰეინი

მწვრთნელი: მიკ მაკარტი

მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)

გაფრთხილება: კაშარო (41), დე ბარი (90+2); მაკლინი (45+1), სტივენსი (67),

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113886