ფეხბურთი

22:35 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ზაფხულში მანოლასის გადაბირებას შეეცდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველის კოსტას მანოლასის დამატება უნდა. აღნიშნული ინფორმაცია Calciomercato-მ გაავრცელა.

"ატლეტიკომ" ბერძენი მცველის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გამოხატა, რაც დიეგო გოდინმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და მისი ტრანსფერი მილანის "ინტერში" თითქმის გადაწყვეტილია. კოსტასის გამოსასყიდი თანხა 36 მილიონი ევროა.

ფეხბურთელი "მგლების" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მანოლასის სატრანსფერო ღირებულება "რომაში" გადასვლის შემდეგ 11-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113019