ჩოგბურთი

11:33 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე წყვილებშიც იმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელი მე-3 წრეში ჰოლანდიელ ჰაასეს ეთამაშება

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) ერთეულთა ბადის კვალად, წყვილებშიც წარმატებული სტარტი აიღო.

ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა იაპონელი ბენ მაკლაჰლანი და ბრიტანელი ნილ სკუპსკი 6:2, 6:4 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ერთეულთა ბადეში მე-3 წრეშია გასული, სადაც მისი მეტოქე რობინ ჰაასე იქნება. 31 წლის ჰოლანდიელმა ჩოგბურთელმა მე-2 რაუნდში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი, რომელმაც ტრავმირებული ფრანგი გაელ მონფილსი ჩაანაცვლა, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.
ჰაასე მსოფლიო რეიტინგში 65-ე ადგილზე იმყოფება, კარიერის პიკი კი 2012 წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც 33-ე პოზიციას უწია. რობინმა მაიამის მასტერსის საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულ – სლოვაკ ლუკას ლაცკოს 6:2, 6:4 მოუგო.
ქართველ და ჰოლანდიელ ჩოგბურთელებს ერთადერთხელ – 2016 წლის პარიზის მასტერსის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში უთამაშიათ და მაშინ ჰაასემ 7:5, 6:2 იმარჯვა.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ლაივ-რეიტინგში 1 885 ქულით მისთვის სარეკორდო მე-18 ადგილზე იმყოფება, მაიამის მასტერსის მე-3 წრეში გამარჯვების შემთხვევაში კი, 45 ქულასა და 91 205 დოლარს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102642