ფეხბურთი

22:35 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შვეიცარიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, შვეიცარია ევროპაში გამორჩეულია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.

„ხვალ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. შვეიცარიის ნაკრები ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია ევროპაში და საკმაოდ რთულ თამაშს ველით. ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდება, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ. გულშემატკივარს ვთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭირონ, რადგან საკუთარ მოედანზე მათი მხარდაჭერა დამატებით ენერგიას გვმატებს", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი კიტეიშვილის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100852