ფეხბურთი

17:59 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიხშტაინერი: "უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს შეტევა შეუძლია"

საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა პრესკონფერენციაზე ორი ფეხბურთელი, ლონდონის „არსენალის“ მცველი სტეფან ლიხშტაინერი და „გლადბახის“ მეკარე იან სომერი იახლა.

ლიხშტაინერის განცხადებით, საქართველოს ნაკრებს შემტევი პოტენციალი გააჩნია:

„როგორც მწვრთნელმა თქვა, საქართველოს საკმაოდ შემტევი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თანაც, სახლში თამაშობთ და გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა გექნებათ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, - თქვა ლიხშტაინერმა.

შვეიცარიელთა კაპიტნის მსგავსად საკმაოდ ლაკონური კომენტარით შემოიფარგლა იან სომერიც:

„ჩვენ დღეს გავაანალიზებთ ყველაფერს. ვიცით, როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები გერმანიის ნაკრებთან და სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და ამიტომ, მათ სხვადასხვა სტილი აქვთ“, - დასძინა სომერმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116707