ფეხბურთი

15:32 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე: "წარმატების შანსი გვაქვს"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი აქვს.

„ტრავმა მქონდა, მაგრამ რადგან აქ ვარ, გამოდის, რომ თამაში შემიძლია. მართალია, შვეიცარიის დონის მეტოქე ჯგუფში არ გვყოლია, მაგრამ ვფიქრობ, ხვალ თანაბრად თამაში შეგვიძლია და ამაში გულშემატკივარიც დაგვეხმარება. ასე, რომ წარმატების მიღწევის შანსი ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

Loading...
0.15439