ჩოგბურთი

17:00 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ორ ფრონტზე იბრძვის

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებით ირჯება.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა თანრიგში მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ “უაილდ ქარდის” მქონე ბრაზილიელი ალვეში 6:1, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ კრისტიანთან ჭიდილი ელის.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძემა და ჩილელმა დანიელა სეგუელმა პირველი განთესვის მქონე მონტენეგროელ კოვინიჩსა და ბრაზილიელ პიგოსის 6:2, 6:7 (4:7), 10:5 სძლიეს და ნახევარფინალში ბულგარულ-ბელგიურ ტანდემს (კოსტოვა-ციმერმანი, მე-4 განთესვა)ჱგაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114279