ფეხბურთი

9:04 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: „გამარჯვებით დიდად ვისიამოვნე“

ბელგიის ნაკრების კაპიტანმა, ედენ აზარმა, რუსეთთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგით დიდად კმაყოფილია. მან დუბლი შეასრულა.

„შესანიშნავი საღამო გამოვიდა. დიდად ვისიამოვნე ამ გამარჯვებით. შვეიცარიასთან წაგების შემდეგ (2:5), მნიშვნელოვანი იყო, ციკლი მოგებით დაგვეწყო და გულშემატკივრების ნდობა დაგვებრუნებინა.

გვქონდა დაცვაში ჩავარდნები, მაგრამ ჯამში შესანიშნავად ვითამაშეთ.

ტილემანსი? ჩემი კომპლიმენტები მას. მან ლიდერის თვისებები გამოავლინა და მალე დიდებული ფეხბუთელი გახდება.“ - ციტირებს აზარის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბელგიის ნაკებს ახლა 3 ქულა აქვს და I ჯგუფში მესამე ადგილზეა. კვიპროსისა და ყაზახეთის ეროვნულ გუნდებს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება. კვიპროსელებმა სან მარინო 5:0 გაანადგურეს, ყაზახებმა კი შოტლანდია - 3:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119245