ფეხბურთი

13:20 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „25-26 წლისა, საკუთარ თავს „ოქროს ბურთით“ ხელში ვხედავ“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ვინისიუსმა, აღიარა, რომ მისი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ოქროს ბურთის“ მოპოვებაა.

„ერთხელაც „ოქროს ბურთის“ მოგება მსურს. რატომაც არა, ჯერ 18 წლის ვარ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ. 25-26 წლისა, საკუთარ თავს „ოქროს ბურთით“ ხელში ვხედავ.“ - უთხრა ბრაზილიელმა Cadena Ser-ს.

მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ვინისიუსმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ვინისიუსი „რეალში“ შაშან გადავიდა „ფლამენგოდან.“ „სამეფო კლუბმა“ მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113082