ფეხბურთი

11:50 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰადსონ-ოდოი „დორტმუნდსაც“ მოუნდა

„ჩელსის“ გარემარბი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანფერო სამიზნეა, კიდევ ერთი გერმანული გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა.

The Telegraph-ის ცნობით, 18 წლის შემტევის გადასაბირებლად, ბრძოლა დორტმუნდის „ბორუსიამაც“ დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, ჭაბუკი ინგლისელის ყიდვის მეტი შანსი ბავარიულ კლუბს აქვს, თუმცა დორტმუნდელები ცდილობენ ჰადსონი კიდევ ერთი ახალგაზრდა ინგლისელის, ჯეიდონ სანჩოს მაგალითით მოხიბლონ, რომელსაც „დორტმუნდში“ გადასვლის შემდეგ, რეგულარულად ეძლევა სათამაშო დრო, რაც მისი პროგრესის მთავარი მიზეზია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113339