ჭადრაკი

1:30 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს რიგით 76-ე პირველობის მეორე ტურშიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩემპიონატის მონაწილეები. გუშინაც, ისევე როგორც გუშინწინ, მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.

2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი დაწინაურდნენ. ლიდერთა ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩება ასევე ორეული: სოფიკო ხუხაშვილი და მირანდა მიქაძე.

მეორე ტურის შედეგები:

სალომე მელია (2385) 1:0 ქეთი წაწალაშვილი (2326)

თამარ ესაძე (2078) 0:1 ინგა ხურცილავა (2234)

ალექსანდრა ვახანია (2175) 0:1 ნინო ხომერიკი (2347)

მერი არაბიძე (2392) 1:0 მაკა ფურცელაძე (2282)

მირანდა მიქაძე (2266) 1:0 სოფიო გვეტაძე (2321)

სოფიკო ხუხაშვილი (2342) 1/2:1/2 თამარ წერეთელი (2315)

მესამე ტურის პარტიები:

თამარ წერეთელი (2315) - სალომე მელია (2385)

სოფიო გვეტაძე (2321) - სოფიკო ხუხაშვილი (2342)

მაკა ფურცელაძე (2282) - მირანდა მიქაძე (2266)

ნინო ხომერიკი (2347) - მერი არაბიძე (2392)

ინგა ხურცილავა (2234) - ალექსანდრა ვახანია (2175)

ქეთი წაწალაშვილი (2326) - თამარ ესაძე (2078)

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

www.gcf.org.ge

0.112828