ჭადრაკი

1:05 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეპარინოვი ლიდერთა შორისაა

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მე-3 ტურის პარტიები მიილია, ლიდერთა შორის კი საქართველოს ნაკრების წევრი ივან ჩეპარინოვიც (2683) იმყოფება.

ექს-ბულგარელმა მიჯრით მე-3 გამარჯვება შავი ფიგურებით ფრანგ სებასტიენ მაზესთან (2578) გაიფორმა და პირველ-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მესამეა. მე-4 ტურში ჩეპარინოვი თეთრებით ასევე მაქსიმალური შედეგის მქონე რუს მაკსიმ ჩიგაევს (2613) დაუპირისპირდება.
ევროპირველობაზე მოთამაშე სხვა ქართველთაგან საუკეთესო შედეგი (2.5 ქულა) დავიდ არუთინიანს (2555), ლევან ფანცულაიასა (2611) და გიგა ყუფარაძეს (2501) აქვთ, რომელთაც შესაბამისად, 30-ე, 52-ე და 53-ე პოზიციები უკავიათ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და 30 მარტს დასრულდება. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები კი მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან.

0.111425