ფეხბურთი

15:46 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე "სიონში"

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით თარგამაძე კარიერას „სიონში“ გააგრძელებს. როგორც ბოლნისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

თარგამაძე „სიონის“ ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 29 წლის შემტევმა გასული სეზონი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. შემდეგ კი უკრაინაში სცადა დაბრუნება, მაგრამ არ გამოვიდა.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს უთამაშია „ფრაიბურგის“, „ილიჩევეცის“, „შახტარისა“ და „ოლექსანდრიას“ რიგებში. საქართველოს ნაკრებში კი, 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

Loading...
სტატისტიკა
0.268168