კალათბურთი

10:22 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენის რეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ატლანტა“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 105:121 დამარცხდა. ჯორჯიელებმა ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 31 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა შესძინა. ჯეიმს ჰარდენი ნბა-ს ისტორიაში გახდა ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ოცდაცხრავე გუნდს 30-ზე მეტი ქულა ჩაუგდო.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „მინესოტა“ 117:107 დაამარცხა. „მეომრებმა“ პირველი სამი პერიოდი მოიგეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში მხოლოდ ექვსი ქულის აღმოფხვრა მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. „მინესოტაში“ თაუნსი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 26 ქულა და 21 მოხსნა.

„მილოუკი ბაქსმა“ შინ „ლეიკერსს“ 115:101 მოუგო. მილოუკელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მას შემდეგ კალიფორნიელები მდევრის როლში იყვნენ. ორივე გუნდის ლიდერი იანის ადეტოკუმპო და ლებრონ ჯეიმსი ტრავმების გამო თავიანთ კლუბებს ვერ ეხმარებოდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა კალდველ-პოპეს ანგარიშზეა. „მილოუკში“ კრის მიდელტონი 30 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა. ამ მარცხის შემდეგ „ლეიკერსმა“ პრაქტიკულად პლეი ოფში თამაშის შანსი დაკარგა.

„შარლოტა“ – „ფილადელფია“ 114:118 (30:31, 29:31, 30:23, 25:33)

https://www.youtube.com/watch?v=-NkPgTemVTk

„ატლანტა“ – „ჰიუსტონი“ 105:121 (25:25, 22:28, 25:31, 33:37)

https://www.youtube.com/watch?v=Mo4Si3tsAOw

„მილოუკი“ – „ლეიკერსი“ 115:101 (35:24, 26:34, 38:26, 16:17)

https://www.youtube.com/watch?v=2k6Lt_MyymE

„მინესოტა“ – „გოლდენ სტეიტი“ 107:117 27:30, 20:29, 28:32, 32:26)

https://www.youtube.com/watch?v=aEPjvrDmJ3Q

„საკრამენტო“ – „ბრუკლინი“ 121:123 (38:25, 28:33, 37:20, 18:45)

https://www.youtube.com/watch?v=DDXxBNlA3Y8

„კლიპერსი“ – „ინდიანა“ 115:109 (25:16, 30:33, 34:26, 26:34)

https://www.youtube.com/watch?v=q158ycxVzpE

0.116894