კალათბურთი

1:15 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკიმ ჩემბერლენს გადაასწრო

„დალასი“ შინ „ნიუ ორლეანთან“ 125:129 დამარცხდა. ნოვიცკიმ მეტოქეს რვა ქულა ჩაუგდო. დირკს კარიერაში 31 424 ქულა დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო, რომელსაც 31 419 ქულა აქვს.

ამ მაჩვენებლით ნოვიცკი მეექვსეა. გერმანელის მორიგ სამიზნეს მაიკლ ჯორდანის 32 292 წარმოადგენს.

ნბა-ს ყველა დროის 10 საუკეთესო მექულე:

  1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387 - ქულა
  2. კარლ მელოუნი - 36 928
  3. კობი ბრაიანტი - 33 643
  4. ლებრონ ჯეიმსი - 32 439
  5. მაიკლ ჯორდანი - 32 292
  6. დირკ ნოვიცკი - 31 424
  7. უილტ ჩემბერლენი - 31 419
  8. შაკილ ონილი - 28 596
  9. მოზეს მეოუნი - 27 313
  10. ელვინ ჰეისი 27 313
0.115986