სხვა

16:46 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორჯონიკიძე მოედანს დაუბრუნდა  

უნგრეთის ეროვნულ ლიგაში მეცხრე ადგილზეა თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბი ფერენცვაროში, რომელმაც ზედიზედ ოთხი თამაში წააგო. ქართველმა ხელბურთელმა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანს ბოლო ტურში დაუბრუნდა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფერენცვაროში დამარცხდა უნგრეთის თასის მეოთხედფინალში დაბაშთან (23-23), ჩემპიონატში კი ზედიზედ მოუწია პირველ სამეულში მყოფ გუნდებთან შეხვედრა: ტატაბანიასთან (25-29) სეგედთან (30-39) და ვესპრემთან (26-27). გრანდებთან, სეგედთან და ვესპრემთან მატჩები ორჯონიკიძემ ხელის ტრავმის გამო გამოტოვა და დაბრუნდა მეზოკოვეშდისთან თამაშში, რომელშიც მისი კლუბი ასევე დამარცხდა - 22-23. ქართველმა მარცხენა ინსაიდმა 2 გოლი გაიტანა და სულ გატანილი აქვს 48 გოლი ჩემპიონატში და 2 თასზე, მაგრამ მისი კლუბი მეშვიდედან მეცხრე ადგილამდე დაეშვა.

ფერენცვაროშს ამ სეზონში სერიოზული სატურნირო ამოცანა აღარ აქვს - პლეიოფს აქ სულ 2 გუნდი თამაშობს, ევროტურნირებზე გამსვლელ ადგილამდე გუნდს 8 ქულა აშორებს და ასევე შორსაა გასავარდნი ზონიდან.

ხელბურთი. უნგრეთის ეროვნული ლიგა. 1. სეგედი 22 მატჩი/43 ქულა - 2. ვესპრემი 19/32 --- 3. ტატაბანია 18/30 – 4. ჩურგოი 19/25 - 5. ბალატონფურედი 19/24 - 6. დიონდიოში 20/22 – 7. დაბაში 20/17 - 8. კომლოი 18/17 - 9. ფერენცვაროში 19/16 -– 10. ედერი 19/12 –– 11. ცეგლედი 19/11 – 12. მეზოკოვეშდი 20/11 ---- 13. ბუდაკალასი 19/10 – 14. ვეჩეში 19/0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111493