თამაშგარე

11:23 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული ველოკლუბი პორნო-ინდუსტრიაში

რამდენიმე დღის წინ დიდი სკანდალი მოხდა ბრიტანულ ველოსპორტში. ბრიტთა კუნძულური ველოსპორტის მესვეურებმა საკუთარი რიგებიდან ველოკლუბი Porn Pedallers-ი იმ მიზეზით გარიცხეს, რომ კლუბის წევრები პორნო-ინდუსტრიაში იყვნენ დაკავებულნი და სპორტულ იდეალებს შეურაცხყოფდნენ.

როგორც ველოკლუბის დასახელებითაც ხვდებით, პორნო-ამბები ამ კლუბისთვის უცხო ნამდვილად არ გახლდათ და ბრიტანელი ჟურნალისტები იმასაც წერენ, რომ დიდ პორნო-გრიგალში ჩაბმული კონკრეტული სპორტსმენები იყვნენ, რომლებიც შემოსავლიდან წილს კლუბსაც აძლევდნენ.

გარდა ამისა, ველოკლუბ Porn Pedallers-ის კუთვნილი ორი შენობა თურმე მრავალგზის გამოიყენეს პორნო-ფილმების გადასაღებად, რაშიც ცხადია კლუბის მესვეურებმა გვარიანი ფული იშოვეს. ამიერიდან ეს ველოკლუბი ბრიტანულ ველოსპორტში ოფიციალურად უკვე ვეღარ ჩაებმება, თუმცა აწი ვერავინ ვერაფერს დაუშლის და იქ ამბები დატრიალდება -მტერს და ავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116419