სხვა

16:54 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩოხელი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს

მაკედონიის ქალთა სუპერლიგის ბოლო ტურში მედეა ჩოხელის გუნდმა, პელისტერმა სტუმრად 35-33 დაამარცხა გევგელია, რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ბრძოლას პლეიოფში, უკვე მედლებისთვის აგრძელებს.

ქართველმა ხაზის მოთამაშემ ამ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სულ, მაკედონიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 67 გოლი დაუგროვდა, ხოლო კიდევ 11 ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე გაიტანა. წინაა საჩემპიონო, ორწრიანი ტურნირი რეგულარულ სეზონში პირველ 5 ადგილზე გასულ გუნდს შორის, რომლებსაც მეორე ეტაპზე ერთმანეთში დაგროვილი ქულებიც გაჰყვათ.

ახალი ჩათვლით, 8 თამაშის შემდეგ პირველ ადგილზეა სკოპიეს მეტალურგი (18 ქულა), შემდეგ მოდიან კუმანოვო (13), სტრუჟანკა (12), პელისტერი (9) და სკოპიეს ვარდარი (7). სათამაშო კიდევ 8 ტურია.

ხელბურთი. მაკედონიის ქალთა სუპერლიგა. პირველი ეტაპი. საბოლოო, 18/18 ტურის შემდეგ. 1. მეტალურგ სკოპიე 48 ქულა - 2. კუმანოვო 43 – 3. სტრუჟანკა 34 - 4. პელისტერი 36 - 5. ვარდარი 34 –– 6. სპარტაკი 29 – 7. დესპინა 16 – 8. გევგელია 15 – 9. ცემსი 9 – 10. ოვჩე პოლე 0 - მეორე ეტაპი. პლეიოფი: 1. მეტალურგი 18 ქულა - 2. კუმანოვო 13 – 3. სტრუჟანკა 12 – 4. პელისტერი 9 – 5. ვარდარი 7

0.113815