ჩოგბურთი

18:50 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ძალები 14-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სცადეს

საქართელოს 14 წლამდე ჩოგბურთელთა ნაკრების წევრები თურქული ანტალიიდან დაბრუნდნენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის მატჩები ჩატარდა. ტურნირი ორ ნაწილად, ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, ჩვენი გუნდის ღირსებას კი ალექსანდრე შვანგირაძე, ლუკა ჯანუაშვილი, ნატალი ჯაიანი და ლიკა ბოლქვაძე იცავდნენ.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველ კვირას ნატალი ჯაიანი ნახევარფინალში გავიდა და მაკედონელ იანა სტოიანოვასთან დამარცხდა. მეორე კვირის ტურნირზე ლუკა ჯანუაშვილმა მეოთხედფინალში მაკედონიის წარმომადგენელ, ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ მარკო სტოილკოვსკისთან წააგო, ხოლო ლიკა ბოლქვაძე ნახევარფინალში ხსენებულ სტოიანოვას ვერ გაუმკლავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108408