ჭიდაობა

1:01 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა რიგაში მონაგარს 7 მედალი შემატეს

რიგაში მიმდინარე ვ. ფრეიდენფელდსის სახელობის თასის ბოლო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), დავით ქოჩქიანი (92 კგ.) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალს გიორგი არღვლიანი (92 კგ.) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლებს კი რამაზ თურმანიძე (61 კგ.) და ოთარ ბაგაური (65 კგ.) დაეუფლნენ.

ძებისაშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში ყაზახი დაულეტ ტაზიბაუ 9-7 დაამარცხა, ელბაქიძემ ბელარუს ალიზალაუს აშკარა უპირატესობით 13-2 მოუგო, ქართული ფინალი გაიმართა 92 კგ. კატეგორიაში, სადაც ქოჩქიანმა 3-1 სძლია თანაგუნდლე არღვლიანს, მანაშვილმა კი ასევე იოლად 13-2 დაამარცხა შვედი ფარდინი.

შეგახსენებთ, რომ ლატვიური ტურნირის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114097