ფეხბურთი

13:05 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ვალენსიათი დაინტერესდა

ლონდონის "არსენალს" ეკვადორის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბის ანტონიო ვალენსიას დამატება სურს. როგორც The Sun-ი იუწყება, "მეთოფეები" აპირებენ ზაფხულში სამხრეთამერიკელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირონ. ვალენსიას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

"არსენალის"თავკაცს უნაი ემერის ანტონიო ექტორ ბელერინის შემცვლელად უნდა. ესპანელს ამჟამად ტრავმა აქვს და ზაფხულამდე ვერ ითამაშებს. სამომავლოდ კი ესპანელ სპეციალსტს სურს აღნიშნულ პოზიციაზე პრობლემა არ ჰქონდეს.

ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედში" 2009 წლიდან თამაშობს. სამხრეთამერიკელი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა და ამ გუნდის მაისურით 338 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ანტონიომ ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა და მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108354