სხვა

21:41 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეგასი აღმოსავლეთში საუკეთესოა

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში თბილისის პეგასმა დღეს, სპორტის სასახლეში დაამარცხა თელავის სტუ-იმედი 33-29, ხოლო გორმა - სპორტის უნივერსიტეტი, 38-37. რეგულარულ სეზონში სათამაშო დარჩა 4 ტური, რომელიც 1-4 აპრილს, თბილისში გაიმართება. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი 15 მაისს გამოვლინდება.

2018 წლის თასის მფლობელმა, პეგასმა სეზონში მესამედაც დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი, თელავის იმედი - 38-26, 33-30, 33-29. თბილისური გუნდი სტაბილურად წინ იყო 4-5 ბურთით, ხოლო როდესაც თელავი სხვაობას 2-3-მდე ამცირებდა, საქმეში ერთვებოდა მეკარე გიორგი დიხამინჯია. პეგასმა აღმოსავლეთის ტურებში ცხრავე მატჩი მოიგო, 28 ქულით მეორე ადგილზეა და ოთხით ჩამორჩება ბათუმს.

გორისა და სპორტის უნივერსიტეტის ურთიერთდაპირისპირებებში აქამდე ფრე იყო: 49-39, 38-40. ბოლო წუთამდე დაძაბული მატჩის დაბოლოება გორმა 38-37 მოიგო, კონკურენტს 5 ქულით გაასწრო და მეხუთე ადგილი, ფაქტიურად, გაინაღდა.

1-4 აპრილს თბილისში აღმოსავლეთ დასავლეთის საერთო ტურია, რის შემდეგაც, რეგულარული სეზონი დასრულდება. 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს - ფინალი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 16 მარტი

იმედი-სტუ თელავი - პეგასი 29-33

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - ცისკარიშვილი 9, ყორიაული 8, დოლმაზაშვილი 5, მიქავა 5, ბაინაზიშვილი 2, გოგალაძე, იობაშვილი, გავაშელიშვილი, ბერაძე, კორსანტია

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 9, ზარნაძე 8, გრიშიკაშვილი 6, კუხალაშვილი 5, ბაძაღუა 3, ქათამაძე 1, ჟვანია 1, გვაზავა, ჭანტურია, პატაშური, კოხრეიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

გორი - სპორტუნი 38-37

გორ: ჯაფარიძე, ვათიაშვილი - დალაქიშვილი 14, მჭედლიშვილი 9, გაგლოშვილი 6, დ. ნიაზაშვილი 4, ახალბედაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ზოზიაშვილი, შემშენოვი, ხუბულური, ბ. ნიაზაშვილი

სპ: ხარაიშვილი, კუპატაძე - ჭელიძე 10, თიგიშვილი 9, ცხვარაშვილი 5, ერისთავი 4, ჩიკვილაძე 4, ზურაბიანი 4, იობაშვილი 1, ჩაკვეტაძე, გულდედავა, გურასპაული, დელიბაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---17--16---0---1---720-470--32

პეგასი----------17--14---0---3---693-510--28

ქუთაისი-------17--13---0---4---707-493--26

იმედი-სტუ----17--11---0---6---604-511--22

გორი-----------17---6---0---11--602-727--12

სპორტუნი-----17---3---1--13—548-739---7

წყალტუბო----17---2---1--14---419-653---5

სამტრედია----17---1---2--14---449-639---4

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111025