ფეხბურთი

19:58 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფრე რუსთავში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "რუსთავმა" "ჩიხურას" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-6 წუთზე თემურ ჩოგაძის გოლით გახსნეს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საჩხერელთა ფეხბურთელმა მიშიკო სარდალიშვილმა წონასწორობა აღადგინა.

აღნიშნულ გუნდებს ოთხი მატჩი შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებიათ. "რუსთავი" შემდეგ მატჩს სტუმრად "ტორპედოსთან" 31 მარტს გამართავს, ხოლო "ჩიხურა" 30 მარტს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

0.121712