კალათბურთი

1:20 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება ევროლიგაში

ევროლიგის 26-ე ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ტრავმირებული თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიას” ესტუმრა და უშანსოდ დამარცხდა – 62:82.

სიახლე ის იყო, რომ ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:13 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბუდუჩნოსტი” 6 მოგებითა და 20 მარცხით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო “ბასკონია” 14 მოგებითა და 12 მარცხით მეექვსეა.
19 მარტს პოდგორიცელებს სტამბულში ევროლიგის ლიდერ “ფენერბაჰჩესთან” მორიგი ურთულესი გასვლა ელით, 20-ში კი, “ბასკონია” ათენში “პანათინაიკოსს” გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130424