სხვა

0:30 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძალოსნებმა ევროპირველობის ფიცარნაგი მოსინჯეს

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით უკვე ბათუმშია.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბათუმი 6-13 აპრილს უმასპინძლებს, დასკვნით შეკრებაზე გადავიდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ნაკრების კაპიტანმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ, ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ და ძალოსნობის წარმომადგენლებმა საშეჯიბრო დარბაზი მოინახულეს.

დარბაზში, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ლაშა ტალახაძემ და ირაკლი თურმანიძემ ევროპული ფიცარნაგი მოსინჯეს და ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნითი შეკრებაც დაიწყო. ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ დარბაზში პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. გიორგი ასანიძის განკარგულებაში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან, რომლებიც კონტინენტის პირველობის მოსამზადებელი ეტაპის ბოლომდე ბათუმში დარჩებიან.

ბათუმშია საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებიც. გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას განკარგულებაში 3 ძალოსანია. კონტინენტის პირველობისთვის ჯანჯღავა ხათუნა ჯიმშელეიშვილს (49 კგ.), მაკა ვეფხვაძესა (64 კგ.) და ნათია გადელიას (76 კგ.) ამზადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126283