ფეხბურთი

16:20 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ოთხივე წყვილი, რომლებსაც აპრილში ევროპის რანგით მეორე ტურნირის პლეი-ოფის მეორე სტადიაზე ვიხილავთ.

წილისყრის შედეგები ასეთია:

„ნაპოლი“ (იტალია) – „არსენალი“ (ინგლისი)

„ვილიარეალი“ (ესპანეთი) – „ვალენსია“ (ესპანეთი)

„ბენფიკა“ (პორტუგალია) – „აინტრახტი“ (გერმანია)

„სლავია“ (ჩეხეთი) – „ჩელსი“ (ინგლისი)

გარდა მეოთხედფინალური ეტაპისა, ასევე გაიმართა ნახევარფინალის წილისყრა:

პირველი წყვილის გამარჯვებული („ნაპოლი“/“არსენალი“) - მეორე წყვილის გამარჯვებული („ვილიარეალი“/“ვალენსია“)

მესამე წყვილის გამარჯვებული („ბენფიკა“/“აინტრახტი“) – მეოთხე წყვილის გამარჯვებული („სლავია“/“ჩელსი“)

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18 აპრილს გაიმართება. აქვე ნახევარფინალებისა და ფინალის ჩატარების თარიღსაც შეგახსენებთ:

ნახევარფინალი, I მატჩი - 2 მაისი

ნახევარფინალი, II მატჩი - 9 მაისი

ფინალი, ბაქო (ოლიმპიური სტადიონი) – 29 მაისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118438