კალათბურთი

11:18 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერმა“ და „ინდიანამ“ ბოლო წამზე იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„ინდიანა“ შინ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე მეთიუსმა 2-ქულიანი ჩააგდო და „ინდიანამ“ 108:106 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. საბონისმა 26 ქულა ჩააგდო. რასლ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 27-ე და კარიერაში 131-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. 19 ქულა, 14 მოხსნა, 11 პასი.

„ტორონტომ“ საკუთარ დარბაზში „ლეიკერსი“ 111:98 დაამარცხა. კანადელებმა მეორე პერიოდის ბოლოს წინ გავიდნენ და მას შემდეგ „ლეიკერსი“ მდევრის როლში იყო. ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. „ტორონტოში“ 25 ქულით საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ.
„დენვერი“ შინ „დალასს“ დაუპირისპირდა. მატჩის ბოლო წამზე ნიკოლა იოკიჩმა საფინალო სირენასთან ერთად 2-ქულიანი ჩააგდო და დენვერელებმა 100:99 მოიგეს. „დენვერში“ 33 ქულით და 8 მოხსნით პოლ მილაპი გამოირჩა. ლუკა დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა, 24 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი.

„ინდიანა“ – „ოკლაჰომა“ 108:106 (22:29, 28:34, 31:25, 27:28)

https://www.youtube.com/watch?v=66r3PwL_33Q

„ორლანდო“ – „კლივლენდი“ 120:91 (36:20, 25:21, 27:22, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=ivTc1Yd5pTM

„ბოსტონი“ – „საკრამენტო“ 126:120 (25:38, 31:24, 37:29, 33:29)

https://www.youtube.com/watch?v=IfMLePL7zBQ

„ტორონტო“ – „ლეიკერსი“ 111:98 (33:25, 32:29, 25:30, 21:14)

https://www.youtube.com/watch?v=hQW1jioFYTI

„იუტა“ – „მინესოტა“ 120:100 (34:25, 30:30, 27:26, 29:19)

https://www.youtube.com/watch?v=KHC7Ges1MBs

„დენვერი“ – „დალასი“ 100:99 (26:29, 25:28, 28:32, 21:10)

https://www.youtube.com/watch?v=7mSdGw_6Bvg

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114873