თამაშგარე

15:40 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია - ნიკოლ ნუმანის მარადიული სიყვარული

გერმანული წარმოშობის არგენტინელი მოდელი და მსახიობი ნიკოლ ნუმანი არასოდეს მალავდა, რომ თანამემამულე ფეხბურთელზე, ანხელ დი მარიაზე უგონოდ იყო შეყვარებული და დიად არ ანაღვლებს ის ფაქტიც, რომ ამჟამად დი მარიას გული, ცხოვრება და განიერი საწოლი კარგა ხანია სხვა ქალს აქვს დაკავებული.

ნიკოლი ანხელ დი მარიას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ხვდებოდა, როდესაც ფეხბურთელი ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში“ აგორებდა ბურთს. იმ ჟამს, ნიკოლ ნუმანი ლონდონის ერთ-ერთ სამოდელო სახლში იყო ორწლიანი კონტრაქტით მიწვეული და “მოსახდენიც“ სწორედ ლონდონში მოხდა.

როგორც ქართულ ფილმ “სიყვარული ყველას უნდას“ გმირმა ქალმა ვერ დაივ იწყა თავისი პირველი ქმარი -კია და სულ იმას მისტიროდა, დაახლოებით ისე მისტირის ეს ყირმიზა ასული ანხელ დი მარიას და იმედსაც არ კარგავს, რომ მათი ტრფიალება კვლავაც გაგრძელდება. ნიკოლმა ალბათ თავად ყველაზე კარგად იცის ანხელის ჩვილი გულის ამბავი და იმედსაც ამიტომ არ კარგავს...

0.114098