ჩოგბურთი

15:10 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წყვილებს შემორჩა

ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე უნგრელ ანა ბონდარს გაეჯიბრა და 6:2, 6:7 (7:9), 2:6 დამარცხდა.

ამრიგად, ეკო ბრძოლას მხოლოდ წყვილთა თანრიგში აგრძელებს, სადაც ის დანიელა სეგუილთან გახლავთ შეამხანაგებული.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი და ჩილელი ჩოგბურთელები ბრაზილიელებს – პაულა კრისტინა გონსალვეშსა და ლუიზა სტეფანის ეთამაშებიან.

Loading...
0.113203