კალათბურთი

14:47 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის 26 ქულა და გამარჯვება ოვერტაიმში
ქართველმა კალათბურთელმა ილინოისელებს კიდევ ერთხელ მოაგებინა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს კოლეჯების ლიგაში (NCAA) მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მისმა “ილინოისმა” კი ბიგ თენის კონფერენციის ფინალური რაუნდი გამარჯვებით გახსნა.

ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა “ნორსვესთერნთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და ოვერტაიმში 74:69 სძლია. გიორგიმ მოედანი ძირითადი დროის ბოლო წამებზე მე-5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა, თუმცა, შეხვედრის გმირად მაინც ის იქცა.
ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბეჟანიშვილმა 15-დან 12 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.
“ოვერტაიმში ძალიან აღელვებული ვიყავი, თუმცა, ამავდროულად, ბიჭებისაც ბოლომდე მჯეროდა, რადგანაც ვიცოდი, რომ მოედანზე მაქსიმუმს გაიღებდნენ. ვგრძნობდი, მოგება ახლოს იყო და საბოლოოდ, ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა.
“ილინოისს” მომდევნო შეხვედრა მალევე ელის. 15 მარტს ბეჟანიშვილი და მისი თანაგუნდელები “აიოვას” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12017