ფეხბურთი

23:32 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა უმტიტი გაყიდოს

კატალონიის „ბარსელონა“ სამუელ უმტიტის გასხვისებას აპირებს. Calciomercato-ს ცნობით, კატალონელები მზად არიან 25 წლის ფრანგი სასურველი წინადადების შემთხვევაში გაყიდონ.

უმტიტი ამჟამად 70 მილიონ ევროდაა შეფასებული და ყველაზე აქტიურად მანჩესტერულ გუნდებს, „სიტისა“ და „იუნაიტედს“ უკავშირებენ.

უმტიტი მიმდინარე სეზონში „ბარსას“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და მოედანზე მხოლოდ 10-ჯერ გავიდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე ზაფხულში მატიის დე ლიხტი იქნება, რაც ფრანგის „კამპ ნოუზე“ დარჩენის შანსს ამცირებს.

აქვე გეტყვით, რომ სამუელ უმტიტი „ბარსელონამ“ 2016 წელს დაიმატა და კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

Loading...
სტატისტიკა
0.260374