თამაშგარე

17:32 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი ოჯახის გადარჩენას ცდილობს

მაშინ, როდესაც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “ატლეტიკოს“ აოტნებდა, მისი ყოფილი გულისსწორი, რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი იმის ცდაში იყო, მოძალებული ჟურნალისტებისათვის ისეთი პასუხები გაეცა, რომ მისი ოჯახის გარშემო აგორებული სკანდალი კიდევ უფრო არ გაემწვავებინა.

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, ეპატაჟურობით სახელგანთქმულმა მომღერალმა Lady Gaga-მ მისი და მსახობისა და რეჟისორის - ბრედლი კუპერის (ირინა შეიკის ამჟამინდელი ქმარი) ფილმის შთაგონებით ტატუ გაიკეთა. ამ ამბავს კი წინ ის უძღვოდა, რომ ბრედლი კუპერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ “ლეიდი გაგა“ განსაკუთრებით მოსწონდა და უყვარდა.

როგორც იმ ცნობილ ანეკდოტშია - “ქალო, მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო“ - ირინა შეიკი ახლა დღენიადაგ იმის ცდაშია, რომ ყველას დაუმტკიცოს, ბრედლი კუპერთან მისი ურთიერობა ძველებურად გრძელდება, მაგრამ უკვე აგორებულ სკანდალს ასე მარტივად რომ ვერ ჩააცხრობს - ესეც კარგად ვიცით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148277