ფეხბურთი

5:03 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "დავინახე, რომ რონალდუმ მომბაძა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსთან“ (0:3) წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

გარდა ამისა, „ჩოლომ“ კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა, რომელმაც ის ჟესტი გაიმეორა, რომელიც არგენტინელმა პირველ თამაშში გააკეთა.

„ისინი უკეთესები იყვნენ, პირველ ტაიმში პოზიციას კარგად ვერ ვარჩევდით და მეტოქე ჩვენს საჯარიმოში რამდენჯერმე შევიდა. ჩვენ ყველა სიტუაციისთვის მოვემზადეთ, მეტოქეს კომპლმენტი უნდა ვუთხრათ, გვაჯობა და გამარჯვება დაიმსახურა.

რონალდუ? მსოფლიოში საუკეთესოა. დავინახე, რომ მომბაძა და თავისი ხასიათი გვაჩვენა“, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" "ატლეტიკო" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

Loading...
სტატისტიკა
0.224693