ჭადრაკი

18:47 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭადრაკეებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიოანატზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

დღეს, მე-7 ტურის შეხვედრები ჩატარდა და ქართველმა მოჭადრაკეებმა შეჯიბრის მასპინძელ ყაზახეთს დამაჯერებლად – 3.5:0.5 სძლიეს. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა, მერი არაბიძემ კი ყაიმი გააფორმა.
მსოფლიო პირველობის ლიდერი ჩინეთია 14 ქულით, რუსეთს 11 ქულა აქვს, შემდეგ კი საქართველო და უკრაინა მოდიან 10-10 ქულით. 13 მარტს ტურნირის ბოლოსწინა მე-8 ტურის შეხვედრები შედგება, საქართველოს მეტოქე კი სომხეთი იქნება.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
მეშვიდე ტური
საქართველო – ყაზახეთი
ბელა ხოტენაშვილი (2474) – ჟანსაია აბდუმალიკი (2469) 1:0
დინარა სადუაკასოვა (2462) – მერი არაბიძე (2392) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2455) – ბიბისარა ასაუბაიევა (2374) 1:0
გულისხან ნახბაიევა (2295) – ნინო ბაციაშვილი (2454) 0:1

ჩინეთი – ეგვიპტე 4:0
აშშ – ინდოეთი 0:4
უკრაინა – რუსეთი 2:2
უნგრეთი – სომხეთი 2:2

სატურნირო მდგომარეობა
14 – ჩინეთი; 11 – რუსეთი; 10 – საქართველო, უკრაინა; 8 – ინდოეთი; 6 – ყაზახეთი; 5 – აშშ; 3 – სომხეთი, უნგრეთი; 0 – ეგვიპტე;

მერვე ტური
სომხეთი – საქართველო
ეგვიპტე – ყაზახეთი
რუსეთი – უნგრეთი
ინდოეთი – უკრაინა
ჩინეთი – აშშ

ვაჟები
მეშვიდე ტური
ჩინეთი – შვედეთი 2.5:1.5
ინგლისი – ეგვიპტე 2.5:1.5
ყაზახეთი – ირანი 1.5:2.5
აზერბაიჯანი – ინდოეთი 2:2
აშშ – რუსეთი 1.5:2.5

სატურნირო მდგომარეობა
12 – რუსეთი; 11 – ინგლისი; 10 – ინდოეთი; 8 – აშშ, ჩინეთი; 7 – ირანი; 5 – აზერბაიჯანი; 4 – ყაზახეთი, შვედეთი; 1 – ევიპტე;

მერვე ტური
შვედეთი – რუსეთი
ინდოეთი – აშშ
ირანი – აზერბაიჯანი
ეგვიპტე – ყაზახეთი
ჩინეთი – ინგლისი

0.111764