ფეხბურთი

12:18 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უფროსი კოუტინიო 75 წლისა გარდაიცვალა

„სანტოსისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ანტონიო ვილსონ ვიეირა ონორიო, რომელიც უფრო კოუტინიოს სახელითაა ცნობილი, 76 წლისა გარდაიცვალა - გვამცნობს „სანტოსის“ ოფიციალური გვედრი.

კოუტინიო „სანტოსში“ 10 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, 1958 წლიდან. რამდენიმე წელიწადი სხვა ბრაზილიურ კლუბებში და მექსიკაში გაატარა, თუმცა ბოლოს ისევ „სანტოსს“ დაუბრუნდა. კარიერა 1973 წელს დაასრულა.

1960-65 წლებში ის ბრაზილიის ნაკრების შემტევი გახლდათ და 1962 წელს, ჩილეში გამართულ მუნდიალზე, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131012