ფეხბურთი

20:33 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ეპიზოდი ბუნდესლიგიდან: თოვლმა "ჰანოვერს" გოლი წაართვა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ლევერკუზენი“ „ჰანოვერს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 3:2. თუმცა, ვინ იცის, „ფარმაცვეტებს“ იქნებ ვერც გაემარჯვათ, რომ არა თოვლი...

საქმე ისაა, რომ გაზონი მთლიანად თოვლით იყო დაფარული და ამან შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ერთხელ კი, „ბაიერი“ გაშვებულ გოლს სწორედ ამის წყალობით გადაურჩა.

„ჰანოვერის“ შემტევი გენკი ჰარაგუჩი ცარიელ კარს ლაშქრავდა და თითქოს ბურთს კარის ხაზი უნდა გადაეკვეთა, მაგრამ თოვლმა ბურთი გააჩერა და მერე „ლევერკუზენის“ მცველმაც იყოჩაღა...

ამ ეპიზოდში „ჰანოვერს“ ნამდვილად არ გაუმართა, რომელსაც ქულები ჰაერივით სჭირდება და შესაბამისად, ეს გოლიც მნიშვნელოვანი იქნებოდა.

Loading...
სტატისტიკა
0.371823