ფეხბურთი

13:21 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი და მარსელო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მადრიდის "რეალის" ორმა მცველმა მარსელომ და სერხიო რამოსმა გუნდის ვარჯიშზე იჩხუბეს, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით,ვარჯიშის დროს მარსელოს გუნდმა სერხიოს გუნდს აჯობა, ბრაზილიელსა და ესპანელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება იმიტომ ვერ მოხდა, რომ კონფლიქტი თანაგუნდელებმა განმუხტეს.

საბოლოოდ რამოსმა და მარსელომ სიტუაცია გაანალიზეს და შერიდგნენ. როგორც მოგეხსემებათ ისინი წლებია ახლო მეგობრები არიან.

0.703611