კალათბურთი

12:44 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა კარის შედეგი გაიმეორა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ჯეიმს ჰარდენი სტეფ კარის შემდეგ გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 300 სამქულიანი ჩააგდო.

მიმდინარე სეზონში ჰარდენს ზუსტად 300 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. კარიმ კარიერაში ორჯერ მოახერხა მინიმუმ 300 სამქულიანის ჩაგდება. 2016/17 წლების სეზონში კარიმ 324 სამქულიანი ჩააგდო. 2015/16 სეზონში სტეფმა - 402.

ჰარდენის და კარის შემდეგ საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონს აქვს 276 სამქულიანი. ერთ სეზონში რეი ალენის საუკეთესო მაჩვენებელი 269 სამქულიანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111443