ჩოგბურთი

12:15 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა და ფედერერმა იმარჯვეს

მიმდინარე ინდიან უელსის მასტერსზე თავიანთი პირველი შეხვედრები რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ჩაატარეს, ორივე ჩოგბურთელმა მოიგო.

ფედერერმა გოიოვჩიკი 6:1, 7:5 დაამარცხა. როჯერმა პირველი სეტი მარტივად მოიგო, მეორე პარტიაში კი პრობლემები შეექმნა. გოიოვჩიკი 3:1-ს იგებდა, თუმცა შვეიცარიელმა სეტის მობრუნება მოახერხა.

შედარებით იოლი გამარჯვება იზეიმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ამერიკელი ჯარედ დონალდსონი 6:1, 6:1 გაანადგურა.

1/16-ფინალში ფედერერი სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება, ხოლო ნადალი - დიეგო შვარცმანს.

ინდიან უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 9.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.127741