თამაშგარე

10:45 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სექს-სკანდალები პარაგვაიში

ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტები მთლად მოგონილი რომ არაა, ეს პარაგვაის საფეხბურთო კლუბ “ლიბერტადში“ ბოლო დროს დატრიალებული სექს-სკანდალებითაც დადასტურდა. ევროპაში ბევრისთვის უცნობ “ლიბერტადში“ ისეთი ამბები მოხდა, რომ როგორც აწგარდაცვლილი ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა: “კაცი ვერ გაიგებს ვისი ვიოლინო ვის როიალშია!“.

ჯერ იყო და კლუბის მწვრთნელი, ლაიონელ ალვარესი მოხსნეს იმ მოტივით, რომ მას სატრფიალო რომანი ქონდა, “ლიბერტადის“ ერთ-ერთი ფეხბურთელის, ედგარ ბენიტესის ცოლთან - პატი გონსალესთან. ამ ამბავზე, ალვარესი კი იძახდა, სუფთა ვარ ვითარცა მყინვარწვერიო, მაგრამ მას არ დაუჯერეს და კლუბიდან მაინც კოხტად მიაბრძანეს.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ არც “ლიბერტადის“ აწუკვე ყოფილი მწვრთნელის საყვარელი, ჯოანა გარსია ყოფილა სულით კრისტალი და იგი ამ უცნაური კლუბის კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ტაკურა კარდოსოსთან დაძვრებოდა. ამას ჯოანა უარყოფს, ტაკურა კი იძახის, ნუ ატაკურებთო. ერთი კი ნაღდია - ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტები მართლაც რეალურ ამბებზე ყოფილა აგებული!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.245151